ბიუჯეტის შესახებ

Budget – Koc Group

მანქანების  საერთაშორისო გაქირავების ბრენდი „Budget“ წარმოადგენს თურქეთის მანქანების გაქირავების ნომერ პირველ ბრენდს,  რომელიც ოპერირებს 1928 წელს საავტომობილო ინდუსტრიაში „Koc Group“-ის პირველი ინვესტიციის სახით დაარსებული „Otokoç Automotive“-ის ქოლგის ქვეშ.  „Budget Turkey“-ს, როგორც ინდუსტრიის ლიდერს 1974 წელს ბაზარზე შემოსვლის დღიდან, გააჩნია მანქანების გაქირავების ყველაზე ფართო ქსელი და ავტომობილების ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში. იგი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ საქმიანობაში პირველი და ნოვატორია. შესაბამისად, ახალი კონცეფციებითა და  თანამშრომლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სექტორის და იმ სხვა დარგების განვითარების საქმეში, რომელიც აძლიერებს აღნიშნულ სექტორს.

„Budget Turkey“-მ საქმიანობა დაიწყო 2007 წელს „Otokoc Automotive Trade and Industry INC.“-ის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმოადგენს  „Koc“-ის ჰოლდინგ კომპანიას.  ჩვენი მიზანია გავხდეთ წამყვანი ბრენდი ავტომობილების ლიზინგის სწრაფად მზარდ სფეროში ხარისხიანი სერვისისა და ხელმისაწვდომი ფასების კომბინირებით და მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებით უმაღლეს დონეზე.

"Budget"-ის ისტორია  -Budget History

  • იგი დაარსდა 1946 წელს ვორენ ბაჯეთის (Warren Budget) მიერ.
  • „Budget Turkey“, თურქეთის პირველი ავტომანქანების გაქირავების კომპანია, დაარსდა 1974 წელს  „Koç Group“-ის ხელმძღვანელობით.
  • ავტოპარკის გაქირავების სერვისის მიწოდება პირველად განხორციელდა „Profilo“ ჰოლდინგისთვის, რომელიც მოიცავდა 100 ავტომობილს და რამაც საფუძველი ჩაუყარა  „Budget Fleet“-ს.
  • პირველი ფრანჩიზა მიენიჭა კაისერის ოფისს. 
  • 1993 წელს დაიწყო საერთაშორისო ონლაინ და  პირდაპირი შეკვეთები „Wizard System“-თან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ.
  • პირველი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აზერბაიჯანში 1997 წელს. 
  • დღესდღეობით, „Budget Turkey“ მომსახურებას უწევს 100-ზე მეტ ოფისს თურქეთში, საბერძნეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ ერაყში, საქართველოში, უკრაინასა და უნგრეთში.  
  • 2016 წლიდან „Budget Georgia“ ოპერირებს საქართველოში „Koc Group“-ის ხელმძღვანელობით.