წესები და პირობები

ვებგვერდი და თანმხლები დაჯავშნის  მომსახურება (ერთობლივად „ვებგვერდი“) წარმოადგენს „Zodiac Europe Limited“-ის საკუთრებას, რომელიც ოპერირებს და კომერციულ საქმიანობას ახორციელებს „Budget RentaCar“-ის სახელით, Park Road Bracknell Berkshire RG12 2EW გაერთიანებული სამეფო. წინამდებარე პირობებისთვის  „ჩვენ“ და „ ჩვენი“ გულისხმობს „Budget“-ს. თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა გულისხმობს თქვენს თანხმობას წინამდებარე  პირობების დაცვაზე. თუ არ ეთანხმებით მოქმედ პირობებს არ გაქვთ ვებგვერდით სარგებლობის უფლება.

შეკვეთის გაკეთება საიტზე
შეკვეთა (იქნება ეს დადასტურებული თუ არა) არ გულისხმობს ხელშეკრულების შედგენას  მანქანის გაქირავების სერვისის მიწოდებაზე. ხელშეკრულება ძალაში შედის  გაქირავებისას და რეგულირდება გაქირავების ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით.

მონაცემთა დაცვა
თქვენს მიერ წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობისას ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია  გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

საკუთრების უფლება

ყველა სავაჭრო ნიშანი, საავტორო უფლება, მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული უფლება და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ამ ვებგვერდზე არსებულ მასალებზე (ისევე, როგორც ამ ვებგვერდის სტრუქტურა და სქემა) ძირითად პროგრამულ კოდთან ერთად წარმოადგენს პირდაპირ ჩვენს ან ჩვენი ლიცენზიარების საკუთრებას. დაუშვებელია ამ ვებგვერდზე არსებული მასალების და ძირითადი პროგრამული კოდის, მთლიანად ან მისი ნაწილის ასლის გადაღება, მოდიფიცირება, შეცვლა, გამოქვეყნება, ტრანსლირება, გავრცელება, გაყიდვა ან გადაცემა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თუმცა, დასაშვებია წინამდებარე ვებგვერდზე არსებული შიგთავსის ჩამოტვირთვა, ამობეჭდვა და ასლის გადაღება პერსონალური, არაკომერციული სარგებლობისთვის.

დასაშვები გამოყენება
ამ ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე პირობების შესაბამისად და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კანონიერი და სათანადო მიზნებისთვის  უნგრეთის ან იმ იურისდიქციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ნორმების შესაბამისად საიდანაც ხდება ვებგვერდზე წვდომა.  

კერძოდ, თანხმობას აცხადებთ რომ:
• არ განათავსებთ, არ გადასცემთ ან გაავრცელებთ ინფორმაციას ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით, რომელიც არის ან შეიძლება იყოს მავნე, უხამსი, ცილისმწამებლური ან სხვაგვარად უკანონო;
• არ გამოიყენებთ ამ ვებგვერდს იმგვარად, რაც გამოიწვევს ნებისმიერი სხვა სუბიექტის უფლებების დარღვევას;  
• არ განახორციელებთ არაუფლებამოსილ, ყალბ ან თაღლითურ შეკვეთას;  
• არ გამოიყენებთ პროგრამას, კომბინაციას ან მოწყობილობას ვებგვერდის ოპერირების ან ფუნქციონირების შეფერხების მიზნით ელექტრონულად ან ხელით, მათ შორის და არა მხოლოდ  დაზიანებული მონაცემების ან ვირუსების შემცველი ფაილების ატვირთვით ან მათი ხელმისაწვდომობის ნებისმიერი საშუალებით უზრუნველყოფით; 
• არ დაამახინჯებთ, არ შეცვლით და ზიანს არ მიაყენებთ წინამდებარე ვებგვერდის წინა ნაწილს „გრაფიკულ ინტერფეისს“ ან ძირითად პროგრამულ კოდს;  
• არ განახორციელებთ ქმედებას, რაც არაგონივრულ და არაპროპორციულად დიდ დატვირთვას აყენებს ვებგვერდს ან შესაბამის ინფრასტრუქტურას;

• არ განახორციელებთ ან არ შეეცდებით ჩვენს რომელიმე ქსელზე არაუფლებამოსილი წვდომის განხორციელებას რაიმე საშუალებით.
• არ გამოიყენებთ შეკვეთის მომსახურებას იმგვარად, რაც გამოიწვევს მისი ხელმისაწვდომობის შეფერხებას სხვა მომხმარებლებისთვის.

ჩვენი უფლებების შეზღუდვის გარეშე (კანონიერად თუ სხვაგვარად) უფლებას ვიტოვებთ:
• გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თქვენთვის შეტყობინების გარეშე; და/ან
• ჩამოგართვათ, ვებგვერდზე წვდომის უფლება თუკი ჩავთვლით (ჩვენი შეხედულებისამებრ), რომ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე პირობებით  განსაზღვრული რომელიმე წესის დარღვევას.

ცვლილებების შეტანა ვებგვერდზე
ჩვენ შესაძლოა გავაუმჯობესოთ ან ცვლილება შევიტანოთ ამ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში, სერვისებში, პროდუქტებსა და სხვა მასალებში, ან გავაუქმოთ ვებგვერდი ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე.  ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პირობები. ამგვარი ცვლილება ძალაში შედის შეცვლილი პირობების ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.  ამდენად, თქვენ მიერ ამ ვებგვერდზე უწყვეტი წვდომა და მისი გამოყენება მიჩნეული იქნება რომ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს.

კავშირები სხვა ვებგვერდებთან
ეს ვებგვერდი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ინტერნეტ საიტებთან. ჩვენ არ ვამოწმებთ ამგვარ ვებგვერდებს და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათზე განთავსებულ ინფორმაციაზე, მასალებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე.  თქვენ მიერ ასეთ ვებგვერდებზე წვდომა და მათი გამოყენება ხდება მხოლოდ საკუთარი რისკის ფასად.

ინტერნეტ-ფოსტა
ინტერნეტით გაგზავნილი წერილები არ არის სრულიად უსაფრთხო, ვინაიდან შესაძლოა უცხოს ხელში აღმოჩნდეს, დაიკარგოს ან დაზიანდეს. შესაბამისად, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ინტერნეტით გაგზავნილი წერილის სიზუსტეზე იქნება ეს ჩვენგან თქვენთვის გაგზავნილი თუ პირიქით.

გარანტიის გარეშე
არ ვიძლევით გარანტიას და არ ვაცხადებთ, რომ თქვენი წვდომა ვებგვერდზე იქნება  უწყვეტი და შეუფერხებელი, ან ამ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მონაცემი, შიგთავსი, პროგრამა ან სხვა მასალა იქნება ხარვეზისგან, ვირუსისგან, ვირუსული პროგრამებისგან, საზიანო პროგრამა „ტროას ცხენისგან“ და სხვა მავნე კომპონენტებისგან თავისუფალი.

უსაფრთხოება
ყველა სათანადო ზომას მივიღებთ, რომ უზრუნველყოფილი იქნეს შეკვეთის მომსახურებით სარგებლობისას თქვენს მიერ  ამ ვებგვერდისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი დაცვა არაუფლებამოსილი წვდომისგან. მაგრამ, არ ვიძლევით გარანტიას არაუფლებამოსილი წვდომისგან დაცვის თაობაზე და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ნებისმიერი საშუალებით განხორციელებულ არაუფლებამოსილი წვდომის შემთხვევაზე. 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
არ ვიღებთ პასუხისმგებლობას პირდაპირ, ირიბ, სპეციალურ, საჯარიმო, სადამსჯელო ან მათგან გამომდინარე ზიანსა და ზარალზე რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, იქნება იგი ამ ვებგვერდზე ან ზემოთ აღწერილ საიტებზე  წვდომით ან გამოყენებით გამოწვეული, მათ შორის სარგებლის დაკარგვა და მისთანანი მიუხედავად იმისა ქონდათ თუ არა მხარეებს მისი მოლოდინი, მის საფუძველს წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების დარღვევა, დელიქტი (მათ შორის გულგრილობა) მწარმოებლის პასუხისმგებლობა ან სხვა, მაშინაც კი, თუ არსებობდა ინფორმაცია ამგვარი ზიანის შესაძლებლობის თაობაზე.

წინამდებარე პირობებიდან არ არის ამოღებული ან შეზღუდული ჩვენი პასუხისმგებლობა გულგრილობით ან თაღლითური მისაკუთრებით გამოწვეული გარდაცვალების ან პირადი ზიანის მიყენების შემთხვევაში.

უარი გარანტიაზე
წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, სერვისები და მასალები შესაძლოა შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ბეჭდურ შეცდომებს. წარმოდგენილ ინფორმაციაში პერიოდულად ხდება ცვლილებების შეტანა. ნებისმიერ დროს შესაძლოა განხორციელდეს წინამდებარე ვებგვერდის გაუმჯობესება და /ან მასში ცვლილებების შეტანა.
არ ვიძლევით გარანტიას ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის, სერვისების და მასალების კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობაზე. ყველა ინფორმაცია, პროდუქტი და სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“ ყოველგვარი გარანტიის გარეშე.  კანონით დასაშვებ ფარგლებში, უარს ვაცხადებთ ყველა გარანტიაზე და პირობაზე, რომელიც უკავშირდება ინფორმაციას, სერვისებს და მასალებს, მათ შორის ნაგულისხმევ გარანტიებსა და კომერციული ვარგისიანობის პირობებს,  კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობას, დასახელებასა და საავტორო უფლებების დაცვას.


ანაზღაურება
თქვენ თანხმობას აცხადებთ აანაზღაუროთ და აგვარიდოთ ყოველგვარი პასუხისმგებლობა, ზარალი, სარჩელი და ხარჯი (მათ შორის, სამართლებრივი მომსახურების ხარჯები), რომელიც უკავშირდება თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევას.   

გარდამავალი დებულებები
წინამდებარე პირობები შეიცავს ჩვენს შორის ამ ვებგვერდით სარგებლობის შესახებ არსებული ხელშეკრულების ყველა პირობას. სხვა ზეპირი ან წერილობითი  განცხადება (მათ შორის ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი ბროშურა ან სარეკლამო ლიტერატურა) არ გაფორმდება.

თქვენ მიერ ამ ვებგვერდის გამოყენება, მისგან ნებისმიერი მასალის ჩამოტვირთვა და ამ პირობების მოქმედება რეგულირდება და განიმარტება უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად და თქვენ თანხმობას აცხადებთ დაემორჩილოთ პესტის რაიონული სასამართლოს (Pest County Court) არაექსკლუზიურ იურისდიქციას.