სამართლებრივი ცნობა

ამ საიტზე დაჯაშვნა

დადასტურებელი ან დაუდასტურებელი მანქანის დაჯაშვნისათვის, არ არის საკმარისი ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს გაქირავების დროს და შედგენილი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სადაც ხორციელდება გაქირავება.

ზოგადი
ამ საიტის მართვა ხორციელდება ს.ს. „Otokoç Otomotiv Ticaret ve Sanayi“-ი ს მიერ. ამ გამოყენების პირობებში "ჩვენ", "ჩვენი", "ჩვენის", "ჩვენ" აღნიშვნები ნიშნავს ს.ს. „Otokoç Otomotiv Ticaret ve Sanayi“-ის, ხოლო „თქვენ“, „თქვენი“, „თქვენთვის“ აღნიშვნები ნიშნავს საიტზე შესულ პირს/პირებს. ამ საიტის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ აღნიშნული მოხმარების წესები. თქვენს მიერ ამ საიტის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოხმარების წესებს.

უფლებები
ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე ამ ვებ გვერდზე აღნიშნული მასალების და/ან საფუძვლების შემცველი პროგრამული უზრუნველყოფის კოდის მთლიანად ან ნაწილობრივად კოპირებას, გამოქვეყნებას, გავრცელებას ან გადაცემას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

მისაღები გამოყენება

 აღნიშნული ვებ გვერდი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკაში ან ვებ გვერდზე შესვლისას იმ ქვეყნის კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად,რომელშიც იმყოფებით და საიტის გამოყენების წესების გათვალისწინებით .

 - ზიანის მომტან, ცილის მწამებლურ და უწესო ან კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტებს არ გაზავნით აღნიშნული საიტის მეშვეობით;
- ამ საიტს გამოიყენებთ სხვისი უფლებების დარღვევის გარეშე; 
- არ შეასრულებთ არაოფიციალურ, ყალბ ან თაღლითურ დაჯავშნას; 
- არანაირი ფორმით არ ჩაერევით ვებ გვერდის მუშაობაში რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის, სამუშაო პროგრამის ან მანქანის გამოყენების გზით; 
- არ მოშლით ამ საიტის გარე სახეს და საიტის საფუძვლების შემცველი პროგრამული უზრუნველყოფის კოდს; 
- არ შეასრულებთ არანაირ არაგონივრულ ქმედებას საიტზე, რომელიც გამოიწვევს მის დატვირთვას; 
- არავითარ შემთხვევაში არ შეხვალთ ქსელში ნებართვის გარეშე.

- ჩვენი ყველა უფლების დაცვით (კანონიერი ან სხვა), არ შეასრულებთ და არ გააუქმებთ დაჯაშვნებს Budget-სათვის შეტყობინების გარეშე და არ დაარღვევთ აქ მოყვანილ მოხმარების წესებს (ჩვენი ნებართვის გარეშე), წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უფლება აგიკრძალოთ საიტზე შესვლა.


 


 

ვებ საიტზე ცვლილებების განხორციელება

ჩვენ შეგვიძლია ამ ვებ საიტზე განვახორციელოთ ინფორმაციის, სერვისების, ნაწარმის და სხვა მონაცემების ცვლილებები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები აქ აღნიშნულ მოხმარების წესებში.

ეს ცვლილებები ძალაში შედის საიტზე აღნიშნული მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საიტზე შესვლისას და მისი გამოყენებით თქვენ თანახმა ხართ საიტის განახლებულ წესებზე . 
ვებ საიტის სხვა Link-ები

 ეს ვებ საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა ინტერნეტ საიტების ლინკებს. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ლინკის საიტზე მოცემულ ინფორმაციაზე, მონაცემებზე, ნაწარმზე და სერვისებზე.
თქვენ პასუხს აგებთ საიტზე შესვლაზე და მის გამოყენებაზე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ საიტზე მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე ჯარიმებზე, დანაკარგებზე და დაზიანებებზე.

პასუხისმგებლობაზე უარის თქმა

ამ საიტზე მოცემული ინფორმაციასთან, მომსახურებასთან და მონაცემებთან დაკავშირებული მთელი პასუხისმგებლობა მოხსნილია კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაციის, მომსახურეობის და მონაცემების საიტზე არსებობასთან დაკავშირებით საიტის მფლობელს არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა.

ზიანის ანაზღაურება

თქვენ თანახმანი ხართ მასზედ, რომ აიღებთ საკუთარ თავზე წინამდებარე მოხმარების წესების დარღვევით გამოწვეულ მთელს პასუხისმგებლობას, დანაკარგებს და ხარჯებს (ოფიციალური ხარჯების ჩათვლით) და დაგვიცავთ ზემოაღნიშნული მოვლენებისგან.

სხვა
წინამდებარე მოხმარების წესები შეიცავს ამ საიტის მოხმარებასთან დაკავშირებული და ჩვენთან დადებული გარიგების წესებს. ნებისმიერი სხვა წერილობითი ან ზეპირი განაცხადები არ იქნება გათვალისწინებული. ამ ვებ გვერდის გამოყენება განხორციელდება ამ საიტიდან ჩატვირთულ ნებისმიერ მონაცემებთან და ამ მოხმარების წესებთან დაკავშირებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.