ბიუჯეტის შესახებ

Budget წარმოადგენს მსოფლიოში მანქანების იჯარით გაცემის ერთ-ერთ უდიდეს მარკის ძალას, რომელიც აერთიანებს დეტალურ ადგილობრივ ინფორმაციას, მოქნილობას და თქვენს მიერ გადახდილი თანხების თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეფასებას.

1958 წელს დაფუძნებული Budget Rent a Car-ის მარკა ეკუთვნის შ.პ.ს. „Avrupa, Ortadoğu ve Afrika’da Zodiac Europe“-ს (შ.პ.ს „Avis Budget EME“-ზე დაქვემდებარებული ფირმა). Budget-ის ზოგიერთი ოფისების საქმიანობა ხორციელდება ზემოაღნიშნულ ფირმაზე დაქვემდებარების გზით, რეგიონის ოთხივე მხარეს კი საქმიანობა ხორციელდება ფრანშიზის მეთოდით.

ჩვენი გლობალური ქსელი დღესდღეობით შედგება 3400-ზე მეტი ოფისისგან და 128 ქვეყანაში ახორციელებს მომსახურეობის გაწევას სხვადასხვა სახის მანქანებით, სატვირთო მანქანებით და მიკროავტობუსებით.

თურქეთში Budget-მა დაიწყო მომსახურეობის გაწევა 2007 წლის ივნისის თვიდან ს.ს. „Koç Holding - Otokoç Otomotiv Ticaret ve Sanayi A. Ş.“-ში. ჩვენს მიზანს წარმოადგენს სწრაფად ზრდადი მანქანების იჯარის სექტორში ხარისხიანი მომსახურეობის ხელმისაწვდომი ფასების დონესთან გაერთიანების და მომხმარებლების დაკმაყოფილების გზით, წამყვან ბრენდად ქცევა.

როგორც ჩვენი სახელიდან ჩანს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს გავუწიოთ საუკეთესო მომსახურეობა. ყველაფრის გაკონტროლების და თქვენი ბიუჯეტისათვის ეკონომიის გაწევის მიზნით, ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ მომსახურეობას წინასწარი და სხვადასხვა სახის ანაზღაურების მეთოდებით.

იმისათვის, რომ თქვენ თავი მშვიდად იგრძნოთ თქვენს მიერ დაქირავებულ მანქანაში, ჩვენი ყველა მანქანა სათანადოდ შემოწმებულია და გასუფთავებულია იჯარით გაცემამდე. ვინაიდან ჩვენ მუდმივად ვასრულებთ ჩვენი ავტოფარეხის განახლებას, თქვენ შეგიძლიათ დაბალ ფასად გამოიყენოთ ბოლო მოდელის მანქანები.

ჩვენ ვიმყოფებით თქვენს განკარგულებაში, გაქირავებასთან დაკავშირებულ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნებთან.