ვებგვერდი და თანმდევი სარეზერვაციო საშუალებები (ერთად „ვებგვერდი“) ეკუთვნის Zodiac Europe Limited-ს, რომელიც რეალიზაციას ახდენს, როგორც Budget RentaCar of Park Road Bracknell Berkshire RG12 2EW United Kingdom. ამ პირობების მიზნით „ჩვენ“, „ჩვენი“ ეხება Budget-ს. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თანახმა ხართ პირობებზე. თუ არ ეთანხმებით მოქმედ პირობებს, მაშინ უფლება არ გაქვთ ისარგებლოთ ვებგვერდით.
რეზერვაციის გაკეთება ვებგვერდის საშუალებით
რეზერვაცია (დადასტურებულიც და დაუდასტურებელიც) არ ნიშავს შეთანხმებას სატრანსპორტო საშუალების გაქირავების სერვისის მიწოდებაზე. კონტრაქტი ძალაში შედის დაქირავების დროს და მასზე ვრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ხდება დაქირავება.
მონაცემების დაცვა
თქვენს მიერ ვებგვერდზე ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
რეზერვაციით სარგებლობა
ვებგვერდის რეზერვაციის შესაძლებლობა საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ კანონიერი ჯავშანი თქვენთვის და თქვენთან ერთად გასამგზავრებელ პირთათვის. ადგილი არ ექნება ყალბ რეზერვაციას. ობიექტის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩამოგერთმევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ მისით.
საკუთრების უფლება
ყველა სავაჭრო ნიშანი, საავტორო და მონაცემთა ბაზაზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება (ისევე როგორც გვერდის ორგანიზაცია და გაფორმება) ძირითად პროგრამულ კოდთან ერთად პირდაპირ გვეკუთვნის ჩვენ ან ჩვენ ლიცენზორებს. ჩვენი წინასწარიო წერილობითი ნებართვის გარეშე თქვენ უფლება არ გაქვთ დააკოპიროთ, შეცვალოთ, გამოაქვეყნოთ, გაავრცელოთ, გაყიდოთ ან გადასცეთ ამ გვერდის რაიმე მასალა ან ძირითადი პროგრამული კოდი მთლიანად ან ნაწილობრივ. თუმცა, გვერდის შინაარსი შეიძლება ჩამოტვირთოთ, ამობეჭდოთ ან დააკოპიროთ თქვენი პირადი არაკომერციული მიზნებისთვის.
დასაშვები გამოყენება
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდით ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად და ნებისმიერ შემთხვევაში კანონიერი და ჯეროვანი მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს უნგრეთის ან სხვა იურისდიქციის, საიდანაც გაქვთ ვეგვერდზე წვდომა, ყველა მოქმედი კანონის, წესების და კოდექსების დაცვას.
კერძოდ, თქვენ ეთანხმებით, რომ:
ჩვენი სხვა უფლებების (კანონით ან სხვაგვარად მინიჭებული) შეუზღუდავად, ვიტოვებთ უფლებას:
ცვლილებების შეტანა ვებგვერდზე
ჩვენ უფლება გვაქვს გავაუმჯობესოთ ან ცვლილებები შევიტანოთ ვებგვერდის მონაცემებში, მომსახურებაში, პროდუქტებსა და სხვა მასალებში ან ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე გავაუქმოთ ვებგვერდი. ჩვენ ასევე უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს შევცვალოთ პირობები და ამგვარი ცვლილება ძალაში შედის ვენგვერდზე მოდიფიცირებული პირობების გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, თქვენი წვდომა ვენგვერდზე ან მისით სარგებლობა ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე თქვენს თანხმობად.
ბმულები სხვა ვებგვერდებთან
ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა ინტერნეტ საიტებთან. ჩვენ არ ვიზიარებთ ამგვარ საიტებს და პასუხს არ ვაგებთ ინფორმაციაზე, მასალებზე, პროდუქტსა ან მომსახურებაზე, რომელსაც შეიცავს ან რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდებზე. თქვენი წვდომა ან ვებგვერდით სარგებლობა რჩება პირადად თქვენი რისკის ქვეშ.
ელექტრონული ფოსტა
ინტერნეტით გაგზავნილი შეტყობინებები არ არის გარანტირებულად დაცული, რადგან შესაძლებელია მათი მიტაცება, დაკარგვა ან დაზიანება. შესაბამისად, პასუხს არ ვაგებთ არც ჩვენგან თქვენთვის და არც თქვენგან ჩვენთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებების სიზუსტეზე.
პრეზენტაციის არქონა
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ ვაცხადებთ, რომ თქვენი წვდომა ვებგვერდზე არ იქნება შეწყვეტილი ან განხორციელდება ხარვეზების გარეშე და რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები, შინაარსი, პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სხვა მასალა არ შეიცავს ვირუსებს, ტროას ცხენს ან სხვა მავნე კომპონენტებს.
უსაფრთხოება
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფორმაციას, რომელსაც გადასცემთ ჩვენი ვებგვერდით სარეზერვაზიო ობიექტის გამოყენებით, კონფიდენციალურია და დაცულია არაავტორიზებული წვდომისგან. თუმცა ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ არ მოხდება არაავტორიზებული წვდომა და პასუხს არ ვაგებთ ინფორმაციაზე რაიმე საშუალებით არაავტორიზებულ წვდომაზე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ პასუხს არ ვაგებთ რაიმე პირდაპირ, ირიბ, სპეციალურ, დანაშაულებრივ, ნებისმიერი სახის საჯარიმო ან შედეგობრივ დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიც წარმოიშვა ვებგვერდზე წვდომით ან მისი გამოყენების შედეგად ან ზემოაღნიშნულ ბმულებზე თქვენი წვდომით, მათ შორის მოგების დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია კონტრაქტის დარღვევით, სამოქალაქო უპასუხისმგებლობით (გულგრილობის ჩათვლით), პროდუქტზე უპასუხისმგებლობის გამოჩენით ან სხვაგვარად, მაშინაც კი, თუ გაფრთხილებულია ამგვარ ზიანზე ან ზარალზე.
ამ პირობებში არაფერი არ გამორიცხავს ან ზღუდავს ჩვენს პასუხისმგებლობას სიკვდილზე ან პირად დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია გულგრილობით ან განზრახ შეცდომაში შეყვანით.
უარის თქმა საგარანტიო ვალდებულებებზე
ინფორმაცია, მომსახურება და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები შეიძლება მოიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. ინფორმაცია პერიოდულად განიცდის ცვლილებებს. ჩვენ უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს გავაუმჯობესოთ და/ან შევცვალოთ ვებგვერდი.
ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის, მომსახურების და მასალების ვარგისიანობაზე. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, პროდუქტი და მომსახურება მიწოდებულია „როგორც არის“ რაიმე სახის გარანტიების გარეშე. კანონით დაშვებულ მაქსიმალურ დონეზე, უარს ვაცხადებთ გარანტიებზე და პირობებზე ინფორმაციასთან, მომსახურებასთან და მასალებთან დაკავშირებით, მათ შორის გარანტიებზე გაყიდვისთვის ვარგისიანობის, კონკრეტულ მიზნებთან შესაბამისობის და დაურღვევლობის შესახებ.
ანაზღაურება
თქვენ თანახმა ხართ აანაზღაუროთ, დაიცვათ და დაგვიცვათ პასუხისმგებლობისგან, დანაკარგისგან, პრეტენზიებისგან და ხარჯებისგან (მათ შორის გონივრული იურიდიული ხარჯებისგან), რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ პირობების დარღვევასთან.
სხვა პირობები
წინამდებარე პირობები მოიცავს თქვენსა და ჩვენს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობას, რომელიც ეხება თქვენს მიერ ვებგვერდით სარგებლობას. არ არსებობს სხვა წერილობითი ან ზეპირი (მათ შორის ჩვენს მიერ გამოცემულ ბროშურებსა და სარეკლამო ბუკლეტებზე არსებული განაცხადები) განცხადება.
თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენება, მისგან ჩამოტვირთული ნებისმიერი მასალა და ამ პირობების მოქმედება იმართება უნგრეთის კანონმდებლობით და თქვენ თანხმობას აცხადებთ დაემორჩილოთ უნგრეთის სასამართლოს.